
ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში - "მთავარი არხის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ცეცხლი ფიროსმანის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მე-11 სართულზე ბინა დაკეტილი იყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე