საქართველო, დაჯავშნილი ბილეთებით რუსებს შორის პოპულარული მიმართულებების მხოლოდ ათეულში მოხვდა - TASS

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია ТАСС წერს, რომ რეალურად დაჯავშნილი ავიაბილეთების რაოდენობის მიხედვით, ივნისში საქართველო ბილეთების მაღალი ფასის გამო რუსებს შორის მხოლოდ ტოპ-10 პოპულარულ მიმართულებაში მოხვდა. 

"საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნამ ზრდა დაიწყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამოცხადების შემდეგ.

მხოლოდ საძიებო მოთხოვნების მიხედვით, საქართველო [რეიტინგში] მოხვდა ივნისის ტოპ 3 საერთაშორისო მიმართულებებში თურქეთთან და სომხეთთან ერთად. რეალურად დაჯავშნილ ბილეთებს თუ გადავხედავთ, საქართველო ტოპ 10-შია, რაც აიხსნება ფრენების მაღალი ფასით", - ამბობენ ავიაბილეთების აგრეგატორ Aviasales-ის პრესსამსახურში.

სამთავრობო მედია წერს, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების საშუალო ფასი 32 ათასი რუბლია, თურქეთი - 26 ათასი რუბლი, სომხეთი - 14 ათასი რუბლი.

Aviasales-ში ამბობენ, რომ ჯერ მოსკოვსა და თბილისს შორის მხოლოდ Azimuth და Georgean Airways დაფრინავს და რომ ახალი ავიაკომპანიის გამოჩენამ შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს.

"ტასი" წერს, რომ მას შემდეგ, რაც Georgian Airways-მა განაცხადა, რომ რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, მოსკოვიდან ლარნაკაში ბილეთების მოთხოვნის რაოდენობა დღეში 161%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კვიპროსამდე - 126%-ით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი