ნიკას თავისუფლება ევროპისთვის - დღეს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ორგანიზებით აქცია გაიმართება. ყველა, ვინც თვლის, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ციხეში უსამართლოდაა დატყვევებული და მისი პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა, ორბელიანების სასახლესთან მივა და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიწყალოს უდანაშაულო პოლიტპატიმარი. 

აქცია ათონელზე საღამოს 18 საათზეა დაგეგმილი, თუმცა იქამდე, "მთავარ არხზე" ღია კარის დღეა. 16 საათზე ჩუბინაშვილის 41-ში ტელეკომპანიის თანამშრომლები მაყურებლებს, თანამოაზრეებსა და მეგობრებს სწორედ ნიკას არხზე უმასპინძლებენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც აქციას შეუერთდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი