ნიკას თავისუფლება ევროპული მომავლისთვის - დღეს "მთავარი არხის" ეზო და ათონელის რეზიდენცია პროტესტის ეპიცენტრი გახდება

გამოქვეყნდა:

ნიკას თავისუფლება ევროპული მომავლისთვის - დღეს ათონელის რეზიდენცია პროტესტის ეპიცენტრი გახდება. ყველა ვინც ფიქრობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ციხეში უსამართლოდაა დატყვევებული და მისი პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივა და სალომე ზურაბიშვილს მის მოვალეობას შეახსენებს. 

აქციის ორგანიზატორი ნიკას გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა. მანამდე კი შეკრების თავდაპირველი ლოკაცია მთავარი არხის ეზოა. დღეს ნიკას არხზე ღია კარის დღეა. 4 საათზე  მთავარი არხის თანამშრომლები მაყურებელსა და თანამოაზრეებს ჩუბინაშვილის 41 ნომერში ველოდებით, საიდანაც ათონელის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადავინაცვლებთ და ნიკას თავისუფლების აქციას შევუერთდებით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი