აქცია ხაშურში - მოსახლეობა ავარიული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ხიდი ქალაქს და 8 სოფელს აკავშირებს , ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი რეაბილიტაცია. მოსახლეობა ამბობს, რომ ხრეშის მოპოვების ლიცენზიების ქაოსურად გაცემის გამო, მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ხიდი დააზიანა. მერიას ხელთ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ხიდი ავარიულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. ხაშურის მერია მოსახლეობას საიმედოს ვერაფერს ეუბნება და მოუწოდებს შემოვლითი გზით ისარგებლონ.