
უბედური შემთხვევა წალკაში - ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 1 ადამიანი და დაშავებულია სამი. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც შსს-მ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც მატარებლის მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს. სამუშაოებს ადგილზე აზერბაიჯანული კომპანია ატარებდა. დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.
[კადრი: TOK TV]