სტიქია შიდა ქართლში - სეტყვამ გუშინ კასპის სოფლებს გადაუარა. დასეტყვილია ზემო ხანდაკი, მეტეხი, ჩოჩეთი. სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი ზემო ხანდაკის მცხოვრებლები დააზარალა. მოვარდნილმა ნიაღვარმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი. სოფელში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობდა. აღნიშნული სოფლები წელს უკვე დაისეტყვა და განადგურდა ხეხილის ბაღები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.