"თავისუფლება ნიკას", "ერთად მოვიპოვოთ ევროპა" - მთავარი არხიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ეზოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობა დაიწყო. "მთავარი არხის" სახეები, ჟურნალისტები, თანამშრომლები და ერთგული ტელემაყურებლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და უერთდებიან იმ აქციას, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან დღეს 18 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

დღევანდელ პროტესტს უერთდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის მედიამენეჯერის ციხის გისოსებში უსამართლოდ გამოკეტვა ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი