"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქციას პუშკინის სკვერიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობით უერთდება.
"მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან. როცა მე ვიყავი, იქ სადაც, ჩემის აზრით არ უნდა ვყოფილიყავი და ნიკა იყო თავისუფალი, ყველაფერს აკეთებდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო, რომ იქიდან სწრაფად გამოვსულიყავი. ამიტომ, ჩემი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქის, რომ ყველაფერი ვქნა რომ ნიკა გვარამია ძალიან სწრაფად გამოვიდეს", - თქვა ნიკა მელიამ.
ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია იწყება, რომელსაც "მთავარი არხის" ჟურნალისტები, თანამშრომლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი ფეხით მსვლელობით შეუერთდა. მსვლელობა "მთავარი არხის" ეზოდან დაიწყო.
ათონელზე იმყოფებიან სხვა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიებისა და ტელევიზიების ჟურნალისტები და ტელესახეები.