ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!!! ხელისუფლება ხშირად იშველიებს ქართველი მწერლებისა თუ პოეტების ნააზრევს, ამონარიდებს მათი ნაწარმოებებიდან. სწორედ მწერლები და არა მარტო ისინი, ხელისუფლებას მოუწოდებენ ქართველი კლასიკოსების სათქმელი კარგად გაიაზრონ და ოცნებისეული განმარტებითი ლექსიკონით ნუ ხელმძღვანელობენ. მათ ოცნების ლიდერების ლიტერატურული პარალელების მიღმა მძლავრი პროპაგანდისტული გზავნილები დაინახეს.
ზურა პეტროსიანმა შეკრიბა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს გამოყენებული ამონარიდები ქართული ლიტერატურიდან - რა კონტექსტში დაწერეს ისინი ავტორებმა და როგორ გახდა ქართული კლასიკა პროპაგანდის ნაწილი.