
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ვაშინგტონში, თეთრ სახლთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ემიგრანტებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წევრების დასანქცირებაა.
"ჩვენ ვართ ემიგრანტების ის ნაწილი, რომელმაც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ არ დავმდგარიყავით ბექა ოდიშარიასთან ერთად და არ მიგვეღო მოჩვენებითი სახე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. ჩვენ ჩამოვედით თეთრი სახლის წინ იმის სათქმელად, რომ დიახ, საქართველოში ხდება ძალიან ცუდი რამ და დროა აშშ-ს მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გამოიყენოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისის მთავრობის და ოჯახის წევრების მიმართ. მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და საქართველოს ნამდვილად ექნება აღსანიშნავი თავისის დამოუკიდებლობის დღე" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
აქციას უკრაინელი ემიგრანტებიც შეუერთდნენ.
ცნობისთვის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილება
იხილეთ ასევე: