
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და ღია ვაგონებში იტვირთება, მტვერი ჰაერში იფანტება, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია: "უკვე 6 თუ 7 ონკოპაციენტი გვყავს, ვითხოვთ სუფთა ჰაერს", - ამბობენ ისინი.
ათეულობით ოჯახი ხელისუფლებისგან უსაფრთხო ადგილას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვს.
ავტორი: ემა გოგოხია