სიკვდილი შრომაში და გაბატონებული კლანი სასამართლოში | რა ვითარებაში დაიღუპა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი ინჟინერი

გამოქვეყნდა:

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რა ზიანი მოაქვს სასამართლოში გაბატონებულ კლანს და მარლთლმსაჯულების პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოყენებას. მაგრამ სასამართლოს სახელით დაკანონებული უსამართლობა არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებს შეეხება, არამედ შეიძლება შეეხოს ყველას.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ადამიანზე, ვინც ალბათ ყველაზე მეტად დაიმსახურებდა საპატიო თბილისელის წოდებას, ან მადლობას დედაქალაქის თითეული მაცხოვრებლის მხრიდან. ადამიანზე, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, რომელიც თბილისისთვის 24-საათიან შრომაში მოკვდა, და ვის ოჯახსაც ფაქტებითა და მტკიცებულებებით მოპოვებული სამართალი ისევ სასამართლოს სახელით წაართვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი