ნახვამდის, ქემალ! | ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს მიმართა

გამოქვეყნდა:

"ნახვამდის, ქემალ" - ასე მიმართა სიტყვით გამოსვლისას  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის..ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი" - თქვა ერდოღანმა 

გარდა ამისა, ერდოღანმა თქვა, რომ  თურქეთი ჯერ კიდევ ელოდება ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს არჩევნების შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის.   როგოროც ერდოღანი განმარტავს  "მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ". 

შეგახსენებთ, რომ  თურქეთში ერდოღანის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ, თუმცა ოფიციალური შედეგები ჯერ გამოცხადებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი