
ფიზიკური დაპირისპირება იყო გუშინ გვიან ღამით რესტორან "ქვევრში". ჩხუბში რამდენიმე ათეული პირი მონაწილეობდა.
დაპირისპირება თავდაპირველად სუფრასთან მყოფ პირებს შორის დაიწყო, პოლიციის მისვლის შემდეგ კი გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კადრებში ჩანს, რომ 10-მდე პირის გაშველებას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ცდილობდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.