
ზუგდიდში სოფელ ოდიშის მონაკვეთზე სამი სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ადგილობრივების თქმით, წლებია ხელისუფლებისგან დაპირებას იღებენ, თუმცა გზა ამ დრომდე გაფუჭებულია. მათივე თქმით, გზაზე ვერ დადის სასწრაფო დახმარება, მუნიციპალური ტრანსპორტი და ბავშვებს სკოლაში სიარულზე პრობლემა ექმნებათ.
ადგილზე ელოდებიან მერიის წარმომადგენელს. ადგილობრივებს უნდათ მიიღონ პასუხი, როდის მოგვარდება პრობლემა.
ავტორი: ემა გოგოხია