
ჯვარის დევნილთა ამბულატორიის დირექტორი, გოჩა ლიპარტია სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. ექიმი 23 წელია ამ სამსახურს ხელმძღვანელობს, მისის შექმნილია ამბულატორიაც.
როგორც ლიპარტია ამბობს, კლინიკიდან გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნაში აღმოჩენილი შეუსაბამობა იყო.
გოჩა ლიპარტიას დასაცავად მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ისინი ექიმის კლინიკის დირექტორად დაბრუნებას ითხოვენ.
"უშეცდომო არავინაა, მაგრამ როცა გეძლევა ამის გამოსწორების შესაძლებლობა კიდევ უფრო კარგია და მადლობა ხალხს თანადგომისთვის.
აუდიტის დასკვნაში შეუსაბამობა იყო, კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა იყო და ამან განაპირობა აუდიტის სწორი შენიშვნები და ის დასკვნა, რომელიც დაიდო. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერ შეიძლებოდა მოგვარებულიყო, თუნდაც გაფრთხილებით, საყვედურით", - თქვა გოჩა ლიპარტიამ.
ავტორი: ემა გოგოხია