ფოთის პორტთან 5 დღიანი პროტესტის შემდეგ პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს დაუშალეს კარავი და ხელების გადაგრეხით, ტერიტორიაა დაატოვებინეს.
ადგილობრივები, რომლებიც პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათ პრობლემებზე საუბარს ითხოვდნენ. კერძოდ, მოსახლეობა რომელიც პორტთან ცხოვრობს, ჩივის რომ ღია წესით იტვირთება და მუშავდება სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება და უკვე წლებია ეს პრობლემები აწუხებთ. ხალხი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათთან საუბარს, ძალის გამოყენება არჩია და სპეცრაზმი მიუგზავნა.
ავტორი: ემა გოგოხია