მორიგი პოლიტიკური შურისძიება ხელოვნების მისამართით. ამჯერად სამიზნე ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე აღმოჩნდა, რომელიც აქტიურად აშუქებდა 7-8 მარტის აქციებს და იმ ფოტოების ავტორიც არის, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს წამყვანმა მედიებმა გამოიყენეს, ხოლო ფოტო "ქალი ევროკავშირის დროშით" თავად ევროკავშირმა ლამის საკულტო სიმბოლოდ აირჩია.
ამ ფოტოების ავტორი კი ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსიდან "მე ვხედავ ევროპას" საერთოდ ჩახსნეს.
ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ააიპია და მისი ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილის მეუღლეა, დეპუტატისა რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.
ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე იმ დღეს "ფრანს პრესისთვის" მუშაობდა და ფოტოც უკვე ამ გამოცემის საკუთრებაა, თუმცა ეს ფოტო დაიბეჭდა ძალიან ბევრ უცხოურ გამოცემაში მათ შორის, სი-ენ-ენზე, ტელგრამზე, ბი-ბი-სიზე, გარდიანზე.
ის გამოიყენეს ასევე პოლიტიკომ, ევრონიუსმა, ნიუიორკ ტაიმსმა, ენ-ბი-სი ნიუსმა და ბლუმბერგმაც.
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფოტოკონკურსი 5 მაისს გამოაცხადა და 20 მაისამდე ჰქონდათ მსურველებს ფოტოების წარდგენის შესაძლებლობა. ცენტრმა გამარჯვებულები 25 მაისს გამოავლინა, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა ისტორიული ფოტო, ქალი ევროკავშირის დროშით. მის ავტორს ზურა ცერცვაძეს განუმატეს, რომ მისმა ფოტომ "ვერ დააკმაყოფილა კონკურსის კრიტერიუმები". კონკურსის სახელწოდება იყო ,,მე ვხედავ ევროპას.’’