სახალხო პროტესტი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში | ვითარება სოხუმში - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

პროტესტი სოხუმში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიცია საოკუპაციო რეჟიმის მსახურებს ქვეყნის ღალატში სდებს ბრალს. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის, რუსეთის მოქალაქეების მიერ მიწების მასიურად შეძენისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო ხალხი სოხუმის ქუჩებშია გამოსული.

სეპარატისტული რეგიონის ოპოზიცია მთავრობის დათხოვას ითხოვს. სოხუმის ქუჩებში ე.წ. სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულები, ბარიერებია აღმართული ადმინისტრაციულ შენობებთან. ე.წ. პრეზიდენტის მხარადამჭერები კი ოპოზიციის პარალელურად საკუთარ კონტრაქციას მართავენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი