
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ვახტანგ ბარაბაძე დღეს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 4 აპრილს, ბახმუტთან, ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა. ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.
ბარაბაძე ბახმუტის გარდა იბრძოდა ირპენში, გოსტომელსა და ბუჩაში. მანამდე მას 2008 წლის ომის დროს, გორში, რეზერვში ყოფნის გამოცდილება ჰქონდა. ვახტანგ ბარაბაძე "ქართული ლეგიონის" იმ 24 მებრძოლთა შორის იყო, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს.
გასულ წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების იერიშებს 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.