ცათამბჯენები ლაგუნა ვერესთან - მშენებელ კომპანიას ივანიშვილის დისშვილი ხელმძღვანელობს

გამოქვეყნდა:

კომპანია, რომელიც თბილისის ცენტრში, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მასშტაბურ პროექტს განახორციელებს კოსტავას 69-აა. მისი ხელმძღვანელი კი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. სწორედ  მის კომპანიას დაუკვეთა ფონდმა "ქართუმ" ცათამბჯენის მშენებლობა.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ აწარმოებს სამუშაოებს.

"ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. აღნიშნული პროექტი გამოტანილი იყო კულტურულ საბჭოზე, პროექტი მოწონებულია, თუ რაიმე ხარვეზები იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ გამოსწორება.

პირადად ჩემთვის, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მესაკუთრეს, ვინ რას აკეთებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვსხედვართ იქ, მე, როგორც მერი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და ვუყურებთ კონკრეტული კომპანიის უკან ვინ დგას და რომელი კომპანიაა, ოპოზიცია, არაოპოზიცია, ჩვენი მხარდამჭერია, არაა ჩვენი მხარდამჭერი და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს?", - თქვა კალაძემ.

ინფორმაცია, რომ გმირთა მოედანზე "ქართუს" საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას 65-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი. ცათამბჯენის პროექტს პროტესტი მოჰყვა, პროტესტის შემდეგ, მერიამ პროექტში მინიმალური ცვლილებები შეიტანა და 65-ის ნაცვლად, 52 სართულიანი  ცათამბჯენი აშენდება. სპეციალისტების თქმით, ეს ცვლილებები მინიმალური და  ფორმალურია და რეალურად არაფერს ცვლის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი