
დღეიდან, 1-ელი ივნისიდან, A კატეგორიის ტაქსები, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს, ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებენ.
ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ“, - თქვა კალაძემ.