ბრაზილიაში მოკლული მეზღვაური რიოში ტურისტულად იმყოფებოდა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში მოკლული მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. როგორც მისი ოჯახის ახლობლები "მთავარ არხთან" ყვებიან, საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა.

რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო.

მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.

ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი