სტიქია კახეთში - სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

გამოქვეყნდა:

სტიქია გურჯაანში. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რამდენიმე სოფელი, მათ შორის კოლაგი და ბაკურციხე დააზარალა. დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული და ხეხილი.

ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. დაზარალებულები მუნიციპალიტეტისგან შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას ითხოვენ.

"ცუდი ზარალია, საერთოდ გატიტლიკანავდა ხეხილი, ვენახები. 22 წუთი იყო სეტყვა", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ქარმა ასევე დააზარალა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორნაბუჯიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი