წერეთელზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქე ორმოში ჩავარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მაშველებმა მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.

"მთავარი არხი" ცდილობს დამატებითი ინფორმაციის გარკვევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი