რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან?...უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით - ეპისკოპოსი იაკობი

გამოქვეყნდა:

"რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? იმის მაგივრად, უკრაინას რომ ეხმარები თუ გინდა და თუ საქართველო პარტნიორია, იაფად მომცე რაღაცები რომ გავიდე რუსული ბაზრიდან, არც იმას მაძლევ და რომ აღარ გექნებათ არც საწვავი და არც საკვები რა უნდა ქნათ?! თქვენ თვითონვე შეხედეთ სიტუაციას. გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ვეხმარებით. 20% მეც მაქვს დაკარგული. ჩემთან რომ რამე დაიწყოს, იმის ილუზია ვინმეს აქვს რომ რამით დაგვეხმარებიან?"

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ქადაგებისას. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი