PHR: ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა მომატებულია, რთულია შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა...

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც წერს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების არსებითად გაძლიერების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი მოგვარებისთვის.

იხილეთ განცხადება სრულად:

  • ბოლო წელს მკვეთრად გაუარესდა მთავრობის თანამშრომლობა ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციების მოსაზრებები ფაქტობრივად აღარ აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში, გართულებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და ბავშვთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიღებაც.
     
  •  ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში, რაც, მათ შორის, საფრთხეს სწორედ ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უქმნიდა და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.
     
  •  როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, 2022 წლის ანგარიშში მიუთითებს, გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო“ შეუჩერდათ, რაც, მეტი ალბათობით, მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო, ქვეყნის დატოვებასთან არის კავშრიში.
     
  •  ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა მომატებულია. ამის პარალელურად კვლავ პრობლემად რჩება ეფექტური გამოძიების ჩატარება.
     
  • განსაკუთრებით რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. როგორც 2023 წლის გაეროს შშმ პირთა კომიტეტი აღნიშნავს: შშმ ბავშვების არსებული შეფასების მოდელი კვლავ სამედიცინო მიდგომას ეყრდნობა და ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ წვდომა ადეკვატურ სერვისებზე.
     
  • ქვეყანაში გვყავს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები: სიღარიბეში მყოფი შშმ ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია; ხოლო არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამები, არ არის მორგებული შშმ ბავშვებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ამ ბავშვებს მათი უფლებების დაცვის პროცესში.

     
  •  საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. „ბავშვთა სახლები“, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრების, მათი განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს.
     
  • განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა უფასო სასკოლო კვების არარსებობა.
     
  •  იგივე კვლევა მიუთითებს, რომ სკოლამდელი აღზრდა (ბაღები) მიუწვდომელია ბავშვებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, წამყვანი მიზეზი არის ის რომ საცხოვრებელი სახლის ახლომახლო არ არის ბაღი.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი