სკოლებთან მისასვლელი გზების პრობლემა | მშობლების აქცია-პერფორმანსი 31-ე სკოლასთან

გამოქვეყნდა:

მშობლების აქცია-პერფორმანსი თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ. მშობლები სკოლამდე მისასვლელი გზებზე ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვდნენ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

''გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა აუცილებლად, ყველანაირი ეს ბიუროკრატიული წესები იქნება, 
თუ არ ვიცი მე, რაც აფერხებს ამ ყველაფერს უნდა დააჩქარონ. როცა საქმე ეხება სკოლას, ბავშვთა უსაფრთხოებას და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, იქ უკვე აღარ უნდა იყოს გაწელილი ვადები და გაწელილი დრო'', - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მათივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი სკოლა გზის სავალ ნაწილთან ახლოს მდებარობს. ამიტომაც ბავშვების უსაფრთხოება საგზაო ნიშნებით უნდა რეგულირდებოდეს. 

მშობლებმა ასევე მძღოლებს სიჩქარის შენელებისკენ მოუწოდეს. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად გზებზე ასობით ქვეითად მოსიარულე ბავშვი შავდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი