
"ევროპული საქართველოს" წევრი ნინო ორდენიძე სოციალურ ქსელში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც, მისი თქმით, საშინელი ტკივილები აწუხებს.
როგორც ორდენიძე წერს, ბავშვი ვერ საუბრობს და ვერ გადმოსცემს თუ რა სტკივა მას.
მისივე ინფორმაციით, ბავშვის დედას ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილი აქვს წერილიც, სადაც კონსილიუმის მოწვევას ითხოვს, რომ დაადგინონ საიდან მოდის მისი ტკივილები, თუმცა უწყებას მისთვის პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
"ესეთ დღეში არიან შშმ პირები ჩვენს ქვეყანაში!გაბი აუტისტია,მას გარდა თავისი მდგომარეობისა თვეებია აქვს ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა,თვეებია აქვს საშინელი ტკივილები.7 თვის წინ ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში,მან გაიარა უმძიმესი რეაბილიტაციის პერიოდი და ეხლა ისევ ცუდად არის!აქვს საშინელი ტკივილები,ვერ გადმოსცემს რა ტკივა,იმოტომ რომ ვერ ლაპარაკობს!
დედას უწევს ამის ყურება და ვერაფრით ვერ ეხმარება შვილს!
ჯანდაცვაში შეტანილი აქვს წერილი სადაც ითხოვს კონსილიუმის მოწვევას,რომ დაადგინონ საიდამ მოდის ტკივილები და შეაფასონ ბავშვის მდგომარეობა!ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროდან რას?შეკრიბონ ექიმები და შეაფასონ ბავშვი!
ითხოვს კლინიკას როცა ბავშვი დამძიმდება რომ შეძლოს გადაყვანა!
გაბის ფსიქიკა ვერ გადაიტანს და უმძიმესი იქნება ბავშვის ისევ უცხოეთში წაყვანა!აქ უნდა მოხდეს დიაგნოზის დადგენა და ბავშვის კლინიკური მდგომარეობის მართვა!
უკვე 1 კვირაა დედა ითხოვს კონსილიუმს და პასუხიც არ გაუცია ჯანდაცვას!
ეხლა დედამ Tamuna Iarajuli აი ესეთ დღეში დატოვა ბავშვი და დგას კანცელარიასთან და ითხოვს კონსილიუმს რადგან ჯანდაცვა დუმს!
ამაზე დიდი ტრაგედია არ ვიცი რა შეიძლება იყოს!რა უნდა იყოს იმაზე დიდი საშინელება რომ დედად უწევს შვილის ვიდეოების დადება საჯაროდ,რომ გააგებინოს მთავრობას რა დღეშია ბავშვი!
რატომ უნდა იყოს საჭირო კონსილიუმის დასანიშნად დედის ქუჩაში დგომა?!საქართველოს მთავრობა დაელაპარაკეთ დედას,რომელიც შვილის გადარჩენას გთხოვთ.
თამუნა მარტო არაა,უამრავი ადამიანი ვართ მის გვერდში!," - წერს ნინო ორდენიძე სოციალურ ქსლეში და ბავშვის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.