წყლის ხარისხი - GWP დეზინფორმაციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

კომპანია Georgian Water and Power-ის ტექნიკური დირექტორის, ზურაბ ალფაიძის განცხადებით, კომპანია წყლის სისუფთავის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წყაროებისა და მიზნების დასადგენად პროკურატურას მიმართავს. 

როგორც ალფაიძე ამბობს, კომპანიის ლაბორატორიები წყლის ხარისხს 24 საათის განმავლობაში ამოწმებენ, შესაბამისად, თბილისს, მცხეთასა და რუსთავს მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი აპარატურით. წყლის ხარისხის შემოწმება ხდება 24 საათიან რეჟიმში, სწორედ ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისს, მცხეთას და რუსთავს მიეწოდება მაღალი ხარისხის წყალი. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ხდება მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. მსგავსი შემთხვევა ასევე იყო 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მოვიგეთ ჩვენ ეს პროცესი. ამ შემთხვევაში Georgian Water And Power მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და გავრცელების მიზნები," - ამბობს კომპანიის ტექნიკური დირექტორი, ზურაბ ალფაიძე. 

შეგახსენებთ, რომ GWP-მ განცხადება სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით დღეს, რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა. როგორც კომპანია წერდა, მათი განცხადება ეხებოდა "უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას" სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი