"პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს" - დაკავებულია აქციის 3 მონაწილე

გამოქვეყნდა:

"დროას" წევრის, შუშანა მაცაბერიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტზე, სამი პირია დაკავებული:

"2023 წლის 2 ივნისს, პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი მნიშვნელობა, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაგვახიეს.
აქციის 3 მონაწილე დააკავეს ბანერის ხელში დაჭერის გამო.
ცარიელი ფურცლებით მდგომ აქტივისტებს, ცარიელი ფურცლები წაართვეს." წერს მაცაბერიძე.

შეგახსენებთ, დაკავებულთა შორისაა ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ლაშა ჯანჯღავა. ხოლო მესამე დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, ლევან ნიშნიანიძეა.

მოძრაობა "ჯიუტის" წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან ბანერებით ხელში, პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებს და პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი