შსს-ს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული - NGO

გამოქვეყნდა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” პარლამენტთან, ბანერების გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შსს-ს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შსს-ს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. 

"ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია  სხვა დაკავებულების შესახებაც. 

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი. 

მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა" ნათქვამია განცხადებაში

ხელმომწერები:

  1. ▪„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
  2. ▪ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი