
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა, ხოლო სამი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები მიიღეს მათ და რა დროს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო დააკავა. საკანონმდებლო ორგანოსთან პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლურ და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ შესაბამისი წარწერებით, რასაც პოლიციის გაღიზიანება მოჰყვა.