"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 3 ივნისს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.

მოქალაქეები 2 ივნისს პარლამენტთან ბანერების გამო აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "ჯიუტია"

"30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია - პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ბანერების გამო პოლიციამ აქტივისტები უფლებადამცველები დააკავა. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი