მფლობელის თქმით, ინსპექციამ კვარიათში ბუნგალო დაუნგრია - "ტორნადოს" მეპატრონე რუსი ბიზნესმენის ინტერესებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ბუნგალოს მეპატრონე კვარიათში, ქონების დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ გვიან ღამით მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი თავის თანამშრომლებთან ერთად უკანონოდ შეიჭრა კაფე-ბარ “ ტორნადოში” და მთლიანად დაანგრია. 

მათივე თქმით, წაღებულია დაცვის სისტემა და სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა. 

"ტორნადოს" მფლობელი კობა მანველიძე აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან ხელისუფლება გარიგებულია რუს ბიზნესმენებთან, რომლებსაც სანაპიროზე კვარიათის მთიდან საფეხმავლო ბილიკისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება სურთ. 

კობა მანველიძე აცხადებს, რომ ბათუმის მერიამ მას სეზონისთვის არც ახალი ნებართვა და არც საჭირო დრო მისცა, რომ ობიექტი თავად დაეშალა და ზარალი არ მიეღო.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი