პარლამენტთან დაკავებულებთან ადვოკატი 3 საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს - საკვების შეტანის უფლებას კი არ აძლევენ

გამოქვეყნდა:

როდის გაიმართება 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებული აქტივისტებისა და უფლებადამცველების სასამართლო პროცესი კვლავ უცნობია. დაკავებულები ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. ივანე ჩიტაშვილი ამბობს, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამსაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დაკავებულებთან ამ დრომდე არ არ აძლევენ საკვების შეტანის უფლებს.

"როდესაც ჩვენ დავადგინეთ მათი ადგილსამყოფელი, ჩავედით თელავის დროებით მოთავსებით იზოლატორში, თუმცა საათების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით მათთან შეხვედრას და მხოლოდ 3 საათიანი ლოდინის შემდეგ მოგვეცა მათთან შეხვედრის საშუალება. პროტესტის გამოთქმის ის ფორმა, რომელიც მათ ჰქონდათ, სრულიად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ მათი დაკავება ატარებდა თვითნებურ და უკანონო ხასიათს,- თქვა ივანე ჩიტაშვილმა.

2 ივნისს პოლიციამ მოქალაქეები საპროტესტო ბანერების გამო დააკავა, არსებული ინფორმაციით, ჯამში 8 ადამიანია დაკავებული.  მოქალაქეები პარლამენტთან ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. მშვიდობიანი დემონსტრანტები თელავისა და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მათი სასამართლო და კონკრეტულად, რას ედავება მათ შსს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი