ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ჩემი საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო - ბერბოკის წერილი რექტორს

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიერ მიწერილ წერილს აქვეყნებს, სადაც ბერბოკი პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს მადლობას უხდის უნივერსიტეტში, გულთბილი მიღებისთვის:

"ღრმად პატივცემულო ქალბატონო რექტორო, 
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს უნივერსიტეტში თბილისში ჩემი გულთბილი მიღებისთვის. 
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ჩემი საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა თაობასთან გასაუბრება - ახალგაზრდებთან, რომლებიც აშკარად ევროპისკენ არიან ორიენტირებულნი და მზად არიან, დაიცვან საკუთარი იდეები და თავიანთი ქვეყნის მომავალი. 
გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თბილი მოკითხვები და დიდი მადლობა თქვენს სტუდენტებს. გისურვებთ თქვენ და თქვენს უნივერსიტეტს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 
პატივისცემით, 
ანალენა ბერბოკი" - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მარტის ბოლოს იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ბერბოკი ილიაუნის სტუდენტებსაც შეხვდა.  

შეგახსენებთ, ილიას უნივერსიტეტის რექტორი ბოლო რამდენიმე დღეა სამთავრობო მედიის მხრიდან, თავდასხმის სამიზნეა. უნივერსიტეტის პროფესორებმა ამასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი