ხობში, ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში  ავტოსაგზაო შემთხვევას  1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი