"რაც გინდა, ის დაუძახე"... - პარლამენტთან აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო - აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერებით საკანონმდებლო ორგანოსთან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. 

"ირაყლი", "რაც გინდათ, ის დაუძახე", "ირაკლი რუსი"...- წერია ბანერებსა და თეთრ ფურცლებზე. გარდა ამისა, აქციაზე მიტანილი აქვთ დიდი ზომის პლაკატი, სადაც მოქალაქეები ღარიბაშვილზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მობილიზებულია პოლიციაც.

იხილეთ რეპორტაჟი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი