რუსული ესკორტი საქართველოში | "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში გასამხედროებული კადიროველები იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

სოციალური ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ინფორმაციით, კადიროვის დაჯგუფების ესკორტი რამდენიმე დღეა საქართველოშია და ბოლო დღეებში ესკორტი ბათუმში ნახეს. ასევე სავარაუდოდ მათ საქართველო უკვე დატოვეს და ამ წუთებში უკვე თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორ შემოუშვეს ქვეყანაში კადიროვის რაზმის წევრები, რომლებიც ასევე ჩვენი ინფორმაციით გასამხედროებული ჩეჩნები არიან და რა მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობენ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი