"დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება - აკრძალული გამოფენა" | დღეს, 21:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

"დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება" - დღეს, 21:00 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც მოძრაობა "ჯიუტია". 

"ჯიუტი ყოველდღე ატარებს შეკრებებს პარლამენტის წინ 21:00 სთ-ზე, რადგან თავისუფლებას დაცვა სჭირდება ყოველდღიურად!

დღესაც იქნება ბანერები და გამოფენა, ერთმანეთთან ურთიერთობა, ახალი მეგობრები, თავისუფალი სივრცის გაძლიერება!", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ცნობისთვის, მოძრაობა "ჯიუტი" უკვე ერთი წელზე მეტია პარლამენტთან პერმანენტულ აქციებს მართავს. ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. 2 ივნისს პოლიციამ ბანერების გამო რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი