
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავტოპარკის განახლებასა და 3 ახალი მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას გეგმავს. საერთო ჯამში მერია მანქანების განახლებაზე მერია 162 ათას ლარს დახარჯავს.
თელავის მერი ამტკიცებს, რომ მანქანების განახლებით მერიას ნაკლები ხარჯი ექნება.
"ავტოპარკი, რომელიც ჩვენ გვყავდა, იყო მეორადი მანქანები, სხვადასხვა მოდელის, სხვადასხვა მარკის. ტექნიკურად საკმაოდ ძვირი ჯდებოდა მათი შენახვა. წელიწად ნახევარია ვცდილობთ, განვაახლოთ ავტოპარკი, რომ მანქანებს ნაკლები ხარჯი ექნება, რადგან ცენტრის გარანტიაზეა. ესაა ის მანქანები, რომელიც თანამშრომლებს სჭირდებათ სხვადასხვა ობიექტზე სასიარულოდ", - თქვა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად თელავის საკრებულოში ინიციატივა უკვე დაამტკიცეს და ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. ოპოზიციაში კი სოციალურ ფონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებას პრიორიტეტები არასწორად აქვს განაწილებული და თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
ავტორი: ია გულიაშვილი