
თბილისსა და ბათუმში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
თბილისში აქცია რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა, ბათუმში კი დემონსტრანტები ერას მოედანზე შეიკრიბნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აქციების ორგანიზატორები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
ცნობისთვის, 4 ივნისს ალექსეი ნავალნი 47 წლის გახდა.მის დაბადების დღესთან დაკავშირებით კი მის გათავისუფლებას საპროტესტო აქციებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოითხოვენ