
"დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 2 ივნისს, გამართული მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაკავებული მონაწილეები", - ამის შესახებ განცხადებას "ფრანკლინის კლუბი" აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
ფრანკლინის კლუბი მოვითხოვთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაკავებული მონაწილეები.
აქციის მონაწილეები გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებდნენ და არ არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძველი.
ჩვენი სოლიდარობა საბა ბრაჭველს, ედუარდ მარიკაშვილს, ნიკა რომანაძეს და სხვა დაკავებულ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, - წერს ორგანიზაცია.