რუბრიკაში, "ცხოვრება ევროპულად" დღეს ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაზე ვისაუბრბეთ. თენგო გოგოტიშვილმა ბალტიის თავდაცვის კოლეჯიც მოინახულა და ტარტუს უნივერსიტეტიც. ქვეყნები, რომლებიც სულ რაღაც 30 წლის წინ ჩვენს მსგავსად საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იჭლიტებოდნენ.
დღეს კი მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ამზადებენ - სამხედრო სფერო იქნება ეს, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ბიოლოგია თუ კომპიუტერული მეცნიერება. ევროპული ცივილიზაცია მთავარ გათვლას სწორედ ადამიანებსა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე აკეთებს, რადგან ჩადებული თითეული ევრო და დახარჯული შრომა, უკან გაათმაგებული მოგებით უბრუნდება ინდივიდსაც და საზოგადოებასაც.