
2 ივნისს დაკავებული აქტივისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს. მათ თელავის დროებით მოთავსების იზოლატორში 48 საათზე მეტი გაატარეს და დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს, - ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში რაფიელ კაკაბაძე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა.