"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს" | "ჯიუტი" 5 ივნისს, 21:00 საათზე მორიგ აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს" -  წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჯიუტი" და  5 ივნისს, 21:00 საათზე მორიგ აქციას აანონსებს. 

"შევთანხმდით რომ ხვალაც მივალთ 21 საათზე და მინიმუმ ორ მეგობარსაც ვეტყვით აქციის შესახებ, თან პატარა ბანერებსაც დავამზადებთ ინდივიდუალურად  დღეს ბანერები არ წაგვართვეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს. ხვალაც ვიქნებით"  - წერს ორგანიზაცია "ჯიუტი" სოციალურ ქსელში 

ცნობისთვის, მოძრაობა "ჯიუტი" უკვე ერთი წელზე მეტია პარლამენტთან პერმანენტულ აქციებს მართავს. ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. 2 ივნისს პოლიციამ ბანერების გამო რამდენიმე აქტივისტი დააკავა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი