"მთავარის" ინფორმაციით, კადიროვის გარემოცვა შეკვეთილში, ივანიშვილის სასტუმრო "პარაგრაფშიც" იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კადიროვის გარემოცვა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროს "პარაგრაფშიც" იმყოფებოდა.  

საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ესკორტი რამზან კადრიოვის უახლოესი გარემოცვის წევრის,  ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.

შსს-ს და სუს-ს გავრცელებულ კადრებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმის მოშლაზე საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი