ხმაური "გორმედში" - პაციენტები კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

კლინიკა "გორმედში" ხმაური იყო - პაციენტები საავადმყოფოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. 

კონფლიქტის მიზეზი კლინიკაში არსებული მძიმე ვითარება გახდა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სასურველი სამედიცინო მომსახურების მისაღებად მათ რამდენიმე საათით უწევთ დალოდება, რადგან მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად რეგისტრატურაში მხოლოდ ერთი თანამშრომელი ემსახურებათ. 

თავად "გორმედის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და კლინიკა შესაბამისი სტანდარტებით მუშაობს. მათივე თქმით, ახლა მხოლოდ მიმართვიანობაა გაზრდილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი